მაღაზია "რე-მარკეტის" შესახებ
მაღაზია „რე-მარკეტი“ - საქართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზიაა, რომელიც 2022 წლის 1 ივლისს გაიხსნა.
„რე-მარკეტი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი.
„რე-მარკეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია და ის აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიხსნა. გარდა იმისა, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით მსჯავრდებულების შემოსავალი გაიზრდება, ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელიც ჩაერთვება პროექტში, შესაძლებლობა აქვს, გათავისუფლების შემდგომ გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა მაღაზიასთან და დაწესებულების დატოვების შემდეგაც შეინარჩუნოს სტაბილური შემოსავალი, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.